საქართველოს პენსიონერთა კავშირთან თანამშრომლობით „ლაიონსების თვალის დიაბეტურმა კლინიკამ - საქართველო“ თბილისის საკრებულოს გლდანის რაიონის მაჟორიტარის, კონსტანტინე ზარნაძის ინიციატივით, გლდანის წარმომადგენლობაში საქველმოქმედო ღონისძიება ჩაატარა.
ღონისძიების ფარგლებში გლდანის რაიონში მცხოვრებ პენსიონერებს უფასოდ ჩაუტარდათ როგორც ენდოკრინოლოგიური, ასევე თვალის პირველადი სრული გამოკვლევა, რომელიც მოიცავს მხედველობის სიმახვილის გამოკვლევას (ვიზომეტრია); სათვალის შერჩევას; თვალშიდა წნევის გაზომვას (ტონომეტრია); ნაპრალოვანი სანათით დიაგნოსტიკას (ბიომიკროსკოპია); თვალის ფსკერის დათვალიერებასა და დიაგნოსტიკას; ოფთალმოლოგის კონსულტაციასა და შესაბამისი მკურნალობის დანიშვნას; სისხლში გლუკოზის განსაზღვრას; აგრეთვე ენდოკრინოლოგის კონსულტაციას.
გიორგი ტყემალაძე: „ბაგები-უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდი ქალაქისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტია“
მაისი 30,2024მომავალ სასწავლო წელს N109 საბავშვო ბაღი ახალი შენობით შეხვდება
მაისი 30,2024გიორგი ტყემალაძე ვაკის რაიონში ინფრასტრუქტურული პროექტის მიმდინარეობას გაეცნო
მაისი 22,2024